Posts

ერთი დღე მუზეუმში

Image
ძალიან შთამბეჭდავი და ლამაზი დღე _ „ერთი დღე მუზეუმში“ _ გავატარეთ შალვა რადიანის სახელობის ეთნოგრაფიულ სახლ-მუზეუმში, რომელიც ჩვენ სოფელში, დვაბზუში მდებარეობს. განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით დაგვხვდა მუზეუმის ხელმძღვანელი ქალბატონი ნინო ჯაველიძე. მადლობა მას ამ დღის ასე გალამაზებისთვის! მადლობა ხათუნა მასწავლებელს, ერთი ჩვეულებრივი სასწავლო დღე დღესასწაულად რომ გვიქცია. მუზეუმების დათვალიერება ჩვენთვის ძალიან საინტერესო თემა გახდა და შემდეგშიც გავაგრძელებთ ჩვენი რაიონის ფარგლებში არსებული მუზეუმების სტუმრობას.

სტუმრად მუზეუმში

რისთვის შეიქმნა ეს ბლოგი? ჩვენი სკოლის ისტორიის მასწავებელმა შემოგვთავაზა გვემუშავა პროექტზე „ერთი დღე მუზეუმში“. პროექტის მიზანი იყო გაგვეცნო ჩვენ რაიონში კერძოდ კი ჩვენ სოფელში არსებული ერთი პატარა მუზეუმი. პროექტზე მუშაობის დროს შექმნილი მასალები განთავსებულია ბლოგზე.