პროექტის შეფასება
პროექტის
შეფასების განზოგადებული რუბრიკა
მაქსიმალური ჯამური ქულის
გაყოფით სამზე მოხდება მოგროვილი ქულების ათქულიან შეფასებაზე გადაყვანა
|
ელემენტარული
1 ქულა
|
მისაღები
2 ქულა
|
ოსტატური
3 ქულა
|
1.მიზანი
|
არ არის კარგად გამოკვეთილი, ბუნდოვანია
|
ხდება ერთ
მიზანზე ფოკუსირება
|
კარგად
გამოკვეთილი მიზნები, მარტივად აღსაქმელი
|
2.ორგანიზება
|
სუსტად
ორგანიზებული, არ არის იდეებს შორის ლოგიკური ჯაჭვი, რაც აბნევს
მკითხველს/მსმენელს
|
გააზრებულია
თანმიმდევრულობა, ორგანიზების ნიშნებით, ზოგი გადასვლა იდეებს შორის არის
მარტივი, ზოგი გაუგებარი
|
კარგად
ორგანიზებული ფორმატი, ლოგიკური გადასვლა ერთი იდეიდან მეორეზე, ორგანიზება
ზრდის პროექტის ეფექტურობას
|
3.შინაარსის
კორექტულობა
|
ხშირად გვხვდება შეუსაბამო, მცდარი ინფორმაცია,
|
ძირითადად
კორექტულია, ზოგიერთი შეუსაბამო ან მცდარი ინფორმაციით
|
მთლიანად კორექტული, ფაქტები ზუსტი და მკაფიო
|
4.ენობრივი
გამართულობა
|
ენობრივად
გაუმართავი, ხშირი შეცდომებით
|
ენობრივად
გამართული, მცირე შეცდომებით
|
ენობრივად
გამართულია, დაცულია პუნქტუაციის ნიშნები
|
5.კვლევა
|
კვლევა
არაეფექტურადაა დაგეგმილი, გამოყენებული წყაროები არ არის სანდო, ანალიზი
ზედაპირულია
|
კვლევა
დაგეგმილია, მაგრამ ჯგუფის პოტენციალი მთლიანად არ არის გამოყენებული, შეზღუდული
რაოდენობის წყაროებია გამოყენებული, ანალიზი მისაღებია
|
კვლევა არის დაგეგმილი, გამოყენებულია არაერთი წყარო
და ანალიზი სიღრმისეულია
|
6.თვალსაჩინოებები
|
თვალსაჩინოებები
ხშირად შინაარსთან შეუსაბამოა, ან არ არის ჯგუფის მიერ შექმნილი
|
თვალსაჩინოებების
კავშირი შინაარსთან ნატელია, მაგრამ ერთფეროვანია,
|
მრავალფეროვანი,
შინაარსის შესატყვისი, აკურატულად შესრულებული
|
7.შემოქმედებითობა
|
მცირე
შემოქმედებითი ენერგიის დანახარჯი ჯგუფის მხრიდან
|
ზოგჯერ
ჩანს ჯგუფის ორიგინალური აზრები, რაც ეხმარება პროექტის უკეთ
წარმოჩენაში
|
ჩანს
ჯგუფის ორიგინალობა, სიახლე და თავისებური ხედვა, რაც პროექტს საინტერესოს ხდის
|
8.კავშირები
საგნებთან
|
არ ჩანს ჯგუფის კომპეტენცია საგნებში, გვხვდება ფაქტების
უზუსტო ინტერპრეტირება
|
მოსაზრებები დაკავშირებულია ერთი ან ორი საგნიდან მიღებულ ცოდნასთან
|
ხდება
მთავარი მოსაზრებების დაკავშირება სხვადასხვა საგნიდან მიღებულ ცოდნასთან, რაც
მიუთითებს ჯგუფის მრავალი მიმართულებით კომპეტენტურობაზე
|
9.დასკვნები
|
არ არის ჩამოყალიბებული დასკვნები
|
დასკვნები ჩამოყალიბებულია კვლევის ადეკვატურად, მაგრამ
არ არის მკაფიო
|
დასკვნებში არის სიახლე (ორიგინალობა), ლოგიკური კავშირი იგრძნობა კვლევასთან, ისინი მკაფიოდაა
ჩამოყალიბებულია
|
10.პრეზენტაცია
|
ეფექტურად არ არის წარმოჩენილი პროექტის არსი, უჭირს
აზრის ჩამოყალიბება და პასუხების გაცემა, არ არის მიზნობრივად გამოყენებული
თვალსაჩინოებები
|
ბუნდოვნად აყალიბებს პროექტის არსს, იყენებს თვალსაჩინოებებს, პასუხობს შეკითხვების
უმეტესობას
|
ნათლად ჩამოყალიბებული პროექტის არსი, მკაფიო მეტყველება,
აუდიტორიაზე გათვლილი, ძირითადი იდეებია გაშლილი, იყენებს თვალსაჩინოებებს და
პასუხობს ყველა კითხვას
|
მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის ადაპტირება
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა.
4
|
3
|
2
|
1
|
მიზანი
|
|||
პრეზენტაციას მკაფიო მიზნები აქვს. მისი ყველა ნაწილი მიზნებს
ემსახურება.
|
პრეზენტაციას, მიზნები
აქვს. ვებგვერდის ყველა ნაწილი მიზნებს შეესაბამება.
|
ვცდილობთ, ჩვენს პრეზენტაციას
მიზნები ჰქონდეს, თუმცა, ჯერჯერობით, ის უბრალოდ ერთ საკითხს ეხება.
|
ჩვენს პრეზენტაციას შეჯამების გარდა, სხვა მიზნები არ
აქვს.
|
ინფორმაცია
|
|||
ჩვენი პრეზენტაცია მოიცავს
მიზნების შესაბამის მასალას. წარმოდგენილი ინფორმაცია დეტალური, დაბალანსებული და
ობიექტურია.
|
ჩვენი პრეზენტაცია მოიცავს
ადეკვატურ მასალებს. წარმოდგენილი ინფორმაცია
ობიექტურია.
|
ჩვენს პრეზენტაციას
გარკვეული ნაკლოვანებები აქვს წარმოდგენილი ინფორმაციის ადეკვატურობის თვალსაზრისით.
ზოგჯერ წარმოდგენილი ინფორმაცია მიკერძოებულია.
|
ჩვენს პრეზენტაციაზე
შეზღუდული მოცულობის ინფორმაციაა წარმოდგენილი.
|
ინტერპრეტაცია
|
|||
საკითხის შესახებ ვიყენებთ
კვლევას, ლოგიკური და ორიგინალური დასკვნების გამოსატანად. პრეზენტაციის შინაარსს
ვაკავშირებთ უფრო ფართო თემებთან, მიმდინარე პრობლემებთან და გამოცდილებასთან.
|
საკითხის შესახებ დასკვნების
გამოტანისთვის ვიყენებთ კვლევას. პრეზეტაციაში
წარმოდგენილ ინფორმაციას ვაკავშირებთ სხვა თემებთან.
|
ვცდილობთ, დასკვნები
გამოვიტანოთ პრეზენტაციში
წარმოდგენილ საკითხებთან
დაკავშირებით, მაგრამ ზოგიერთი ჩვენი დასკვნა ფაქტებს არ ემყარება.
|
საკითხის შესახებ დასკვნები
საერთოდ არ გამოგვაქვს. უბრალოდ, ვიმეორებთ ან ციტირებას ვუკეთებთ სხვადასხვა წყაროს.
|
წყაროები
|
|||
პრეზენტაცისათვის ინფორმაციას
ვიღებთ სხვადასხვა სანდო წყაროდან. მკითხველს შეუძლია ადვილად გადაამოწმოს ჩვენი
წყაროები.
|
ინფორმაციას ვიღებთ
სანდო წყაროებიდან. მკითხველი ამოიცნობს, საიდან გვაქვს ინფორმაცია მიღებული.
|
ინფორმაციას ვიღებთ
რამდენიმე წყაროდან; ზოგიერთი მათგანი შესაძლოა სანდო არ იყოს. მკითხველი იოლად ვერ
ამოიცნობს, რა წყაროდან გვაქვს ინფორმაცია მოძიებული.
|
ინფორმაციას ვიღებთ
წყაროებიდან, რომლებიც შეიძლება სანდო არ იყოს. იშვიათად ვუთითებთ ინფორმაციის წყაროს.
|
საავტორო
უფლებები
|
პრეზენტაციის ვებგვერდზე
ყველა წყაროს საავტორო უფლებები დაცულია.
|
პრეზენტაციის ვებგვერდზე
ყველა წყაროს საავტორო უფლებები დაცულია, თუმცა მცირედი შეცდომები შესაძლოა მაინც
დავუშვათ.
|
პრეზენტაციის ვებგვერდზე
ზოგიერთი წყაროს საავტორო უფლებები დაცული არ არის.
|
პრეზენტაციის ვებგვერდზე
უმეტესი წყაროს საავტორო უფლებები დაცული არ არის.
|
შემოქმედებითობა
|
|||
პრეზენტაციის მიზნებიდან
გამომდინარე, ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ორიგინალური და საინტერესო დეტალები, იდეები,
ენა და რესურსები.
|
პრეზენტაციის
ვებგვერდზე გამოქვეყნებულია
რამდენიმე ორიგინალური და საინტერესო დეტალი, იდეები, ენა და რესურსები, რომლებიც საკითხს უკავშირდება.
|
ვცდილობთ გამოვაქვეყნოთ ორიგინალური და საინტერესო იდეები, თუმცა ისინი
სცდება პრეზენტაციის შინაარსს.
|
პრეზენტაციის მასალების
ორიგინალურად წარმოდგენას არ ვცდილობთ.
|
აუდიტორია
|
|||
ჩვენი აუდიტორიის შეკითხვებს
დეტალურად ვეცნობით და ვპასუხობთ. ვწერთ ისეთი ენით, რომელიც ჩვენი აუდიტორიისთვის
გასაგები იქნება. განვმარტავთ მნიშვნელოვან ტექნიკურ ტერმინებს.
|
ჩვენი აუდიტორიის შეკითხვებს
ვეცნობით და ვპასუხობთ. ვწერთ ისეთი ენით, რომელიც ჩვენი აუდიტორიისთვის გასაგები
იქნება.
|
ვცდილობთ, ჩვენი აუდიტორიის
შეკითხვებს ვუპასუხოთ, თუმცა არ დავფიქრებულვართ ჩვენი აუდიტორიის საჭიროებებსა და
ინტერესებზე ჩვენს საკითხთან დაკავშირებით.
|
აუდიტორიაზე არ ვფიქრობთ,
როცა პრეზენტაციის ინფორმაციას ვაქვეყნებთ.
|
თანამშრომლობა
|
|||
იდეებს განვიხილავთ
და ვებგვერდის ძირითად კომპონენტებზე ვთანხმდებით. ერთმანეთის მუშაობას პატივს ვცემთ,
ერთმანეთს ვთავაზობთ მხარდაჭერას და კონსტრუქციულ კრიტიკას. ვებგვერდზე ცვლილებების
შეტანამდე წინასწარ ვთანხმდებით, თუ რა სახის ცვლილებებს შევიტანთ.
|
ერთობლივად ვმუშაობთ,
რათა ვებგვერდის მთავარ კომპონენტებზე შევთანხმდეთ. ერთმანეთის მუშაობას პატივს ვცემთ
და წინასწარი შეთანხმების გარეშე ვებგვერდზე ცვლილებები არ შეგვაქვს.
|
ვცდილობთ, ერთობლივად
ვიმუშაოთ, რათა ვებგვერდის მთავარ კომპონენტებზე შევთანხმდეთ. ერთმანეთის მუშაობას
პატივს ვცემთ, თუმცა ზოგჯერ ჯგუფის წევრებს წინასწარი შეთანხმების გარეშე ცვლილებები
შეაქვთ ვებგვერდზე.
|
პრეზენტაციის ვებგვერდზე
წარმოდგენილი იდეები ჯგუფის მხოლოდ რამდენიმე წევრის იდეებია. სხვების იდეებს ხშირად
იგნორირებას უკეთებენ ან უარყოფენ. ჯგუფის ზოგიერთ წევრს ვებგვერდზე ცვლილებები შეაქვს
ჯგუფში განხილვის გარეშე.
|
ვებგვერდის
ორგანიზება
|
|||
პრეზენტაციის თითოეული
გვერდი დეტალურად აღწერს საკითხის ერთ-ერთ ნაწილს. ეფექტურად ვიყენებთ სათაურებს
და ქვესათაურებს, რათა დავეხმაროთ მკითხველს სასურველი მასალის მოძებნაში.
|
პრეზენტაციის თითოეული
გვერდი აღწერს საკითხს, რომელიც მიზანს უკავშირდება. ზოგჯერ ვიყენებთ სათაურებს გვერდების
ორგანიზებისთვის.
|
ვცდილობთ, თითოეული
გვერდი სხვადასხვა საკითხს ეძღვნებოდეს. ვიყენებთ სათაურებს, თუმცა ისინი ზოგჯერ
დამაბნეველია.
|
ერთი გვერდი შეიძლება
რამდენიმე საკითხს ეძღვნებოდეს. იშვიათად თუ გამოვიყენებთ სათაურებს ან ქვესათაურებს.
|
ენა
|
|||
პრეზენტაციის ვებგვერდზე
ძლიერ, კონკრეტულ და ზუსტ სიტყვებს ვიყენებთ. ტექნიკურ ტერმინოლოგიას მინიმალურად
მივმართავთ, საჭიროების შემთხვევაში მოყვანილია განმარტებები.
|
პრეზენტაციის ვებგვერდზე
ზუსტ ენას ვიყენებთ და ტექნიკურ ტერმინებს განვმარტავთ საჭიროების შემთხვევაში.
|
ზოგიერთი ტერმინი არაზუსტია
და მრავლადაა გამოყენებული ტექნიკური ტერმინები.
|
ჩვენ მიერ გამოყენებული
ენა სტანდარტულია და ხშირად არაზუსტი.
|
წესები
|
|||
გრამატიკული შეცდომები
არ გვაქვს.
|
ჩვენ ვამოწმებთ გრამატიკულ
შეცდომებს. შესამჩნევი შეცდომები დაშვებული არ არის
|
ჩვენ ვამოწმებთ გრამატიკულ
შეცდომებს, მაგრამ ზოგჯერ ვუშვებთ შეცდომებს, რაც მკითხველს აბნევს.
|
ჩვენ არ ვამოწმებთ გრამატიკულ
შეცდომებს, დაშვებულია ბევრი შეცდომა, რაც მკითხველს აბნევს.
|
Comments
Post a Comment