ძალიან შთამბეჭდავი და ლამაზი დღე _ „ერთი დღე მუზეუმში“ _ გავატარეთ შალვა რადიანის სახელობის ეთნოგრაფიულ სახლ-მუზეუმში, რომელიც ჩვენ სოფელში, დვაბზუში მდებარეობს. განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით დაგვხვდა მუზეუმის ხელმძღვანელი ქალბატონი ნინო ჯაველიძე. მადლობა მას ამ დღის ასე გალამაზებისთვის! მადლობა ხათუნა მასწავლებელს, ერთი ჩვეულებრივი სასწავლო დღე დღესასწაულად რომ გვიქცია. მუზეუმების დათვალიერება ჩვენთვის ძალიან საინტერესო თემა გახდა და შემდეგშიც გავაგრძელებთ ჩვენი რაიონის ფარგლებში არსებული მუზეუმების სტუმრობას.
Comments
Post a Comment