პროექტის გეგმა
სასწავლო
პროექტის გეგმა/ერთი დღე მუზეუმში
სასწავლო პროექტის ავტორი
|
|||
სახელი, გვარი
|
ხათუნა რუსიეშვილი
|
||
ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი,
სოფელი გაღმა დვაბზუ
|
||
სკოლა
|
სსიპ-ოზურგეთის მუნიციპალიტეტის
სოფელ გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლა
|
||
პროექტის მონახაზი
|
|||
პროექტის დასახელება
|
|||
„ერთი
დღე მუზეუმში“
|
|||
პროექტის შინაარსი
|
|||
„ჩვენი საქართველოს“ სასწავლო კურსის შესწავლის
დროს, ჩვენ გავეცანით სხვადასხვა კუთხეების ისტორიებს, თუ სად მდებარეობს ესა თუ
ის კუთხე, ვინ არის მისი მეზობლები, რა
ღირშესანიშნავი ადგილებია ამ კუთხეში. ერთ-ერთი იყო ჩვენი გურია. გავეცანით
გურიის მდებარეობას, მოსახლეობას, საქმიანობის სფეროებს, მის კურორტებს,
ღირშესანიშნავ ადგილებს. ჩვენი ყურადღება მიიპყრო გურიაში, კერძოდ ოზურგეთში
არსებულმა მუზეუმებმა.
მოსწავლეთათვის სასიამოვნო აღმოჩენა გახლდათ,
ჩვენს სოფელში, დვაბზუში, არსებული „შალვა რადიანის სახელობის“ მუზეუმის
არსებობა. გადავწყვიტეთ მეტი ინფორმაცია მოგვეპოვებინა ამ მუზეუმის შესახებ,
ადგილზე დაგვეთვალიერებია და გაგვეცნო მასში დაცული სამუზეუმო მასალები.
პროექტის ფარგლებში მოვამზადეთ ელექტრონული
პრეზენტაცია. გადავიღეთ ბევრი სურათები. შევქმენით ბლოგი, სადაც განვათავსეთ
შეგროვებული მასალები. ჩავრთეთ მშობლები.
|
|||
საგანი/საგნები
|
|||
ჩვენი საქართველო
|
|||
საფეხური/კლასი
|
|||
მეექვსე
კლასი
|
|||
პროექტის განხორციელების დრო
|
|||
ორი
კვირა
|
|||
პროექტის საფუძვლები
|
|||
საგნობრივი
სტანდარტი
|
|||
საზ.მეც.დაწყ.(II).1.ისტორიული
ფაქტებისა და მოვლენების ქრონოლოგიურ ჭრილში გააზრება და გადმოცემა. მათი
დაკავშირება თანამედროვე სოციალურ-კულტურულ გარემოსა და ისტორიულ
მემკვიდრეობასთან;
საზ.მეც.დაწყ.(II).14. ბუნებრივი გარემოს,
ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის გაცნობიერება და მის მიმართ
მზრუნველი დამოკიდებულების გამოვლენა.
საზ.მეც.დაწყ.(II).15. მის გარშემო
წარმოდგენილი სოციალურ-კულტურული ინსტიტუტების (მაგ.: სკოლა, საკულტო
(რელიგიური) ნაგებობები, კინო, კლუბი, მუზეუმი, სამედიცინო დაწესებულება,
პოლიცია) ფუნქციების გაცნობიერება.
|
|||
პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
|
|||
1.
მოსწავლეები გააცნობიერებენ მუზეუმის ფუნქციებს;
2.
გააცნობიერებენ კულტურული მემკვიდრეობის
მნიშვნელობას და ისწავლიან თუ როგორ უნდა დაიცვან ის;
3.
გაიმჯობესებენ ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევებს;
4.
მოიძიებენ მასალებს ინრენეტში და შექმნიან ელექტრონულ
პრეზენტაციას;
5.
ისწავლიან ექსკურსიაზე ქცევის წესებს;
|
|||
|
|||
ზოგადი კითხვა
|
სად
ინახება უძველესი ისტორიული ნივთები?
|
||
თემატური კითხვები
|
რა
დანიშნულება აქვს მუზეუმს?
რომელი
ცნობილი მუზეუმი იცით?
|
||
შინაარსობრივი კითხვები
|
ვინ
იყო შალვა რადიანი?
როდის
შეიქმნა შალვა რადიანის მუზეუმი?
|
||
შეფასების გეგმა
|
|||
შეფასების დროის ჩარჩო(შეფასების სტრატეგიები)
|
|||
პროექტის მსვლელობის ეტაპები
|
შეფასების მეთოდ(ებ)ი
|
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
|
|
პროექტის დასაწყისში
|
კითხვების დასმის
საშუალებით რა ვიცოდი -რა გავიგე რისგაგება
მსურს . გონებრივი იერიშით ტექსტის ცოდნის შემოწმება.
|
სამოქმედო გეგმის შემუშავება .ჯგუფებისათვის
სამუშაოს მიცემა. ინფორმაციის მიწოდება შესასრულებელ სამუშაოს ვადის შესახებ .
|
|
პროექტის მსვლელობისას
|
ნამუშევრის
შემოწმებისას მოსწავლეებთან აქტიური თანამშრომლობა და მათი წახალისება.
შეფასებას ვაწარმოებ
წყვილებში მუშაობის შეფასების სქემით.
|
მნიშვნელოვანი კომენტარის მიღება უკუკავშირის
დროს .მუშაობის დროს ისეთი შენიშვნის მიცემა რომლის გამოსწორება შეუძლიათ .
|
|
პროექტის დასრულების შემდეგ
|
დავალების მონიტორინგი
და პრეზენტაცია.
პრეზენტაციის
შეფასების რუბრიკით თითოეული მონაწილის შეფასება
|
ელექტრონული ვერსიის მომზადება ნამუშევრების პრეზენტაცია .
განმავითარებელი შეფასება .მასწავლებლის დაკვირვება.
|
|
შეფასების მოკლე მონახაზი
|
|||
პროექტის
გეგმები:
პროექტის დაგეგმვა ეხმარება მოსწავლეებს, რომ გაუძღვენ თავიანთი
სწავლის პროცესს. ისინი ისახავენ მიზნებს,
აყალიბებენ სტრატეგიებს მათ მისაღწევად, დროში ანაწილებენ შესასრულებელ
სამუშაოს, განსაზღვრავენ კრიტერიუმებს შეფასებისათვის. გამოვიყენებ პროექტის დასაწყისში მოსწავლეებთან პროექტის
კონფერენციის დროს. დავეხმარეთ მათ, რომ განავითარონ საკუთარი გეგმა და განიხილონ მათი განხორციელებადობა და
ორიგინალურობა.
თვითშეფასება
და რეფლექსია:
თვითშეფასება და რეფლექსია შესაძლებლობას აძლევენ მოსწავლეებს, რომ
შეაფასონ მათი პროგრესი, აზროვნება და სწავლა, ასევე მოახდინონ რეფლექსია
მეთოდების გასაუმჯობესებლად. გამოიყენება პროექტის მანძილზე ზეპირად, წერილობით
ან პროექტის კონფერენციის დროს.
თანასწორთა
უკუკავშირი:
თანასწორთა უკუკავშირი ეხმარება
მოსწავლეებს, რომ გაითავისონ შესრულებული სამუშაოს ხარისხი მათი თანატოლების
სამუშაოს შეფასებით. გამოიყენება მთელი
პროექტის მანძილზე ჯგუფური დისკუსიებისას, სამუშაო ვერსიისა და საბოლოო
პროდუქტის შექმნის და წარდგენის შემდეგ.
ჯგუფებზე
დაკვირვება:
ჯგუფურ მუშობაზე დააკვირდება აფასებს თანამშრომლობის უნარებს. გამოიყენება
მთელი
პროექტის
მანძილზე
ჩეკლისტების
გამოყენებით
მოსაზრებების
ჩანიშვნით,
და ჯგუფური მუშაობის დროს ამოცანის შესასრულებლად მოსწავლეების წახალისებით. მოსწავლეები ასევე აფასებენ მათი ჯგუფური მუშაობის უნარს ჩეკლისტებისა და რეფლექსიის გამოყენებით.
პრეზენტაციები:
მოსწავლეები წერენ და სიტყვით გამოდიან არჩეული დიდი და ცნობილი ისტორიკოსის სახელით, რისთვისაც პრეზენტაციის შინაარსის შეფასების ფორმას იყენებენ, რაც მათ მის მომზადებასა და პრაქტიკული კითხვების დროს კითხვების დაზუსტებაში ეხმარებათ. ეს არის პირველი მოსწავლის სიტყვით გამოსვლის შეფასების ფორმებიდან. შინაარსის შეფასების ფორმა ამოწმებს პრეზენტაციის შინაარსს, მაშინ როდესაც ზეპირი პრეზენტაციის შეფასების ფორმა ამოწმებს უშუალოდ სიტყვით გამოსვლის ტექნიკას. მასწავლებელი იყენებს მას ზეპირი პრეზენტაციის შინაარსის შეფასებისათვის.
|
|||
სხვა საკითხები
|
|||
წინარე ცოდნა
|
|||
მოსწავლეებმა იციან:
ü სად მდებაორეობს გურია;
ü მეზობელი კუთხეები;
ü შეუძლიათ მარტივი ინფორმაციის შეგროვება და სასურველის ამორჩევა.
ü იციან ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება;
ü შეუძლიათ ელექტრონული პრეზენტაციების აწყობა.
|
|||
სასწავლო პროცედურები
|
|||
პირველი კვირა:
პროექტი
მიმდინარეობდა შემდეგი აქტივობების განხორციელებით:
აქტივობა 1 _ პროექტის თემის გაცნობა, საბაზისო ცოდნის შემოწმება, ჯგუფებად დაყოფა
და დავალებების გადანაწილება;
პროექტის დასაწყისი
საბაზისო ცოდნის შემოწმება და გამყარება
დაფაზე დავწერე
ზოგადი შეკითხვა: სად ინახება
უძველესი ისტორიული ნივთები? მოსწავლეებს ვთხოვე გააანალიზონ ეს შეკითხვა. პარალელურად
შევახსენე, რომ პროექტზე მუშაობის დროს მნიშვნელოვანი კომპონენტი კვლევაა.
შესაბამისად, მათ მოუწევთ სხვადასხვა ინფორმაციების მოძიება, დალაგება და საჭირო
მასალების ამოკრება.
პროექტის გაცნობა:
წარვადგინე პროექტი: „ერთი დღე მუზეუმში“.
გავაცანი
პროექტზე მუშაობის წესები; დავყავი ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფს მივეცი შესაბამისი
დავალებები;
მოსწავლეებს ავუხსენი,
რომ თანაკლასელებს ჯგუფური დისკუსიის გზით გაუზიარონ კვლევის შედეგები და
ინდივიდუალურად შეგროვილი ინფორმაცია გააერთიანონ.
ხაზგასმით ავღნიშნე,
რომ პროექტის განმავლობაში, მათ მოუწევდათ სხვადასხვა ბეჭდვითი და ინტერნეტ
წყაროების გამოყენება.
დავარიგე
პროექტის შეფასების რუბრიკა. მიმოვიხილეთ რუბრიკები მთელ კლასთან ერთად და განვიხილეთ
პროექტის მოლოდინები. რუბრიკებს მოსწავლეები პროექტზე მუშაობისას
სახელმძღვანელოდ გამოიყენეს.
კვლევის დაწყება
მოსწავლეებს ავუხსენი,
რომ პროექტზე მეტწილად ჯგუფურად უნდა იმუშაონ და შეფასებაც ერთობლივ ნამუშევარში
უნდა მიიღონ. დავარიგე ჯგუფური მუშაობის რუბრიკა. განვიხილეთ ერთობლივ
მუშაობასთან დაკავშირებული მოლოდინები და ვსთხოვე მოსწავლეებს იხელმძღვანელონ
რუბრიკით ჯგუფური მუშაობის დროს.
აქტივობა
2 _ სამუშაო პროცესის წარმართვა
ნამუშევრების წარმოდგენა
ვხელმძღვანელობდი
მოსწავლეებს პრეზენტაციების შექმნის,
ორგანიზებისა და მომზადების დროს.
თითოეულ ჯგუფს
მივეცი დრო სლაიდშოუს სახით კვლევის
შედეგების წარმოსადგენად. პრეზენტაციების დასრულების შემდეგ მოსწავლეებს
უკუკავშირის გაზიარების და სხვა ჯგუფებისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა
მიეცათ.
ასევე, გამოყვავით
დრო მოსწავლეების მიერ ინდივიდუალური და ჯგუფური თვითშეფასებისთვის. შედეგები გავითვალისწინე მოსწავლეთა შეფასების
დროს.
მეორე კვირა
ექსკურსია
მუზეუმში
თეორიული
მასალების მოძიებისა და გაცნობის შემდეგ, დავგეგმეთ გასვლითი მუშაობა, უკვე
მუზეუმში. მოსწავლეებთან ერთად ვესტუმრეთ „შალვა რადიანის სახელობის“ მუზეუმს.
გავეცანით მუზეუმის ხელმძღვანელს ქალბატონ ნინა ჯაველიძეს. ქალბატონმა ნინამ
სიამოვნებით გვიმასპინძლა, გაგვაცნო მუზეუმის დაარსების ისტორია.
დაგვათვალიერებინა იქ დაცული სხვადასხვა მასალები. გვესაუბრა მუზეუმის
დანიშნულებაზე და ზოგადად მის მნიშვნელობაზე. გადავიღეთ ბევრი ფოტო სურათი,
რომლისგანაც გავაკეთეთ პროექტის ფოტო ალბომი.
აქტივობა 3 _ კვლევის მონაცემების სინთეზი და ანალიზი;
შევაგროვეთ
ყველა მასალა, რომელიც მუშაობის და კვლევის დროს დაგვიგროვდა; მოვამზადეთ
ელექტრონული პრეზენტაცია; დავგეგმეთ პროექტის დასკვნითი პრეზენტაცია;
აქტივობა 4 _ პროექტის პრეზენტაცია;
პროექტის მსვევლობის დროს შექმნილი მასალები დავამუშავეთ, გავაკეთეთ
ბლოგი და ავტვირთეთ მასალები ბლოგზე;
მოვიწვიეთ მშობლები და სკოლის ადმინისტრაცია, გავაცანით პროექტის
კვლევის შედეგები და ჩვენს მიერ შექმნილი სხვადასხვა ელექტრონული რესურსები;
აქტივობა 5 _ პროექტის შეფასება;
მოსწავლეების
შეფასება მოხდა, მათთვის წინასწარ ცნობილი შეფასების სქემების მიხედვით.
|
|||
დიფერენცირებული სწავლება
|
|||
სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეები
|
დავალებებს ვანაწილებ
მოსწავლეთა შესაძლებლობების მიხედვით. მათთვის გამოვყოფ დამატებით დროს.
|
||
არაქართულენოვანიმოსწავლეები (მოსწავლეები,
რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)
|
არ არის
|
||
ნიჭიერი მოსწავლეები
|
დაინტერესებულ
მოსწავლეებს ვთავაზობ ალტერნატიულ და დამატებით დავალებებს
|
||
სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები
|
|||
აპარატურული
უზრუნველყოფა(მონიშნეთ, რომელსაც
პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
|
|||
კომპიუტერ(ებ)ი
|
მეხსიერების ბარათი/ჩიპი
|
მობილური ტელეფონი
|
|
ფოტო/ვიდეო კამერა
|
პრინტერი
|
ინტერნეტკავშირი
|
|
პროექტორი
|
სკანერი
|
ვიდეოკონფერენციის მოწყობილობა
|
|
ლაზერული დისკი /ჩიპი
|
ტელევიზორი
|
სხვა ----------
|
|
პროგრამული უზრუნველყოფა(მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
|
|||
ტექსტური რედაქტორი
|
ელ. ფოსტა
|
ვებედიტორი
|
|
ელ.ცხრილები
|
ვიდეო/აუდიო
რედაქტორი
|
ტესტირების პროგრამა
|
|
გრაფიკული რედაქტორი
|
საგამომცემლო პროგრამა
|
ბლოგი
|
|
საპრეზენტაციო პროგრამა
|
ელ. ენციკლოპედია
|
სხვა ----------
|
|
ვებბრაუზერი
|
ელ. კითხვარი
|
|
|
ბეჭდური მასალები
|
სახელმძღვანელოები , სასწავლო გზამკვლევი.
|
||
ინვენტარი/მასალები
|
თაბახის ფურცლები, ფანქრები ,კალამი, კომპიუტერი.
ინტერნეტი. ფოტო აპარატი.
|
||
ინტერნეტრესურსები
|
|||
სხვა რესურსები
|
მოსწავლეები, მშობლები და მუზეუმის
თანამშრომლები.
|
||
Comments
Post a Comment